ფრაზები წიგნებიდან: “99 ფრანკი” & “ტრიუმფალური თაღი”

 ფრედერიკ ბეგბედერი – 99 ფრანკი

სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა
იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.”

‘სიკვდილი ერთადერთი პაემანია, რომელიც თქვენს ორგანაიზერში წინასწარ ვერ ჩაიწერება.”

”რაც უფრო მეტად ვეთამაშები თქვენს ქვეცნობიერს, მით უფრო ადვილად მემორჩილებით.”

” – მე შენი ერთგული ვარ. ერთადერთი ქალი ხარ, ვისაც მინდა რომ ვუღალატო.”

” – თუ მე ურჩხული ვარ და შენ მაინც გიყვარვარ, ისეთივე უტვინო ყოფილხარ, როგორიც ფრანკენშტაინის საცოლე.”

”ქალებთან ყოველთვის ერთნაირი ბაზარია, ან უნდა დაიკიდო, ან უნდა გეშინოდეს
რომ დაიკიდო. თუ ქალს ვერ ტოვებ, ეს იმის ნიშანია, რომ ეს ქალი მაგრად გატერორებს.”

”როდესაც ქალი კაცს ეუბნება, რომ მისგან ბავშვს ელოდება, პირველი კითხვა,
რაც კაცს თავში უჩნდება, ის კი არ არის ”მინდა თუ არა ეს ბავშვი?”, არამედ
”ვრჩები თუ არა ამ ქალთან?”

” შენ გგონია, რომ ნამზეური ახალგაზრდულ იერს განიჭებს, არადა პირიქითაა:
დაჩამიჩებული ბებრები სწორედ მუდმივი რუჯით იცნობიან. ჩვენს დროში მხოლოდ
მოხუცებს სცალიათ იმისათვის , რომ სხივებს მიეფიცხონ. ახალგაზრდები ფერმკრთალნი
და ნაღვლიანები არიან, მაშინ როდესაც ხანდაზმულები ნამზეურით მარიაჟობენ და მუდმივად ღიმილი აფენიათ სახეზე (რატომაც არა, პენსიას ხომ ჩვენი ნაშრომიდან უხდიან).

‘ ის, რასაც სდამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ,
მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია.”

” თუ გსურთ დასალევად დამპატიჟოთ, დააჭირეთ ღილაკს 1, თუ გსურთ სადილზე
მიმიწვიოთ, დააჭირეთ ღილაკს 2, ხოლო თუ ჩემი ცოლად მოყვანა განგიზრახავთ, საერთოდ დაკიდეთ ყურმილი.”

” როგორ უნდა გამოვიცნოთ, რომ გოგონა 18 წლისაა? სულ ადვილად: 18 წლის
გოგოს არა აქვს ნაოჭები, არც თვალებს ქვემოთ ე.წ. ჯიბეები, ლოყები ბავშვივით სავსე
და სრიალაა, ფლეიერში უილ სმიტს უსმენს და ”ცხოვრებისეულ საკითხებზე ფიქრობს”.

”საერთოდ, ქალები ეგრე ხართ: ან ძალიან გვიან ამბობთ ჰოს, როცა კაცი უკვე შეგეშვებათ,
ან ძალიან ადრე, სანამ რამეს გთხოვენ”.

”თანამედროვე ადამიანის პრობლემა მისი ბოროტება და სიავკაცე არ გახლავთ.
პირიქით, უმეტეს შემთხვევაში, წმინდა პრაქტიკულ მოსაზრებათა გამო, ადამიანი ცდილობს კეთილიც კი იყოს. იგი, უბრალოდ ვერ იტანს მოწყენას”.

”რატომ ხდება ისე, რომ როცა შორდები, მაშინ ხვდები, როგორ გიყვარს? ნუთუ ვერ ხვდებოდი, რომ მხოლოდ ერთი რამ მინდოდა შენგან: ცოტა ტკივილი მოგეყენებინა ჩემთვის, სულ ცოტა ფილტვების ტკივილი”.

”სამყარო ირეალურია, დროის იმ მონაკვეთების გამოკლებით, როცა მოსაწყენია.”

”თუ კაცი მოუხელთებელია, ქალი დაუმარცხებელია.”

”რატომ არის ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ ყოველთვის ისინი მჭირდება,
რომლებიც ჩემთან არ არიან? ”

” – იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა
გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც.”

”… – მორალი, შეიძლება , ძალიან მოსაწყენი რამეა, მაგრამ ჯერჯერობით
ამაზე უკეთესი საშუალება სიკეთისა და ბოროტების გასარჩევად არ გამოუგონიათ!”

… – მირჩევნია, ვიყო უკანასკნელი ახვარი, მაგრამ თავისუფალი ახვარი, გაიგე?
თა–ვი–სუ–ფა–ლი! და არა ვიღაც საცოდავი, მაგრამ პატიოსანი და კეთილშობილი მონა!”

”ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ.”

”იცით, რა არის განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის? ღარიბები
ყიდიან ნარკოტიკებს , რომ ”ნაიკები” იყიდონ, ხოლო მდიდრები ყიდიან ”ნაიკებს”, რომ ნარკოტიკები იყიდონ

”ცხოვრებაში ხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენს არსებობას ცვლიან, თან ისე,
რომ ამას ვერ ხვდებიან. შემდეგ კი მშვიდად, აუღელვებლად გღალატობენ და საკუთარი
თვალით ხედავთ, როგორ შეეკვრებიან თქვენს დაუძინებელ მტრებს – თქვენ კი უყურებთ ,
როგორ გშორდებიან და მიდიან , როგორც გამარჯვებული ჯარი ქალაქის დარბევის შემდეგ ნანგრევებსა და ჩამავალი მზის ფონზე.”

” თქვენ ეპოქის პროდუქტი ხართ. … ვინაიდან გლობალიზაციას ადამიანები არ აინტერესებს, იძულებული გახდით , პროდუქტები გამხდარიყავით , რომ საზოგადოება თქვენით დაინტერესებულიყო”.

” ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება
– ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი. 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული
ხართ; 25–ისას იმიტომ , რომ მომავალი გაშინებთ; 35 წლისას იმიტომ , რომ ბევს მუშაობთ;
55 წლისას იმიტომ, რომ შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ, რომ წარსულის
მოგონებები გტანჯავთ. 75 წლისას კი იმიტომ, რომ კიბო გაქვთ, თან მეტასტაზებით.
ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით….. ”

”მე ის აღარ მიყვარდა, მაგრამ ყოველთვის მეყვარება. თუმცა არც ისე ძალიან
არ მიყვარდა… მაშინ როდესაც ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ისე არ მიყვარდა,
როგორც უნდა მყვარებოდა…”

”მოკვდე – ეს ნიშნავს , გახდე ისეთივე თავისუფალი, როგორიც დაბადებამდე იყავი.”

”მართლაც ძნელია დაიჯერო, რომ არფრისთვის არ დაბადებულხარ, დაიბადე
მხოლოდ იმისთვის, რომ მერე მომკვდარიყავი. ეს არის და ეს. ამის მერე აღარ არის
გასაკვირი, რომ დედამიწის ყველა მცხოვრები მეტ–ნაკლებად გარეკილია.”

”ყველა ზღაპარი ასე მთავრდება: ”მათ შეეძინათ ბევრი შვილი და ცხოვრობდნენ ბედნიერად” წერტილი. ამის მერე რა მოხდა, ამას უკვე აღარავინ გვეუბნება. რა მოხდა და აღმოჩნდება , რომ მომხიბლავი პრინცი, სულაც არ არის ამ ბავშვების მამა, ისეც დარდიან გულზე სმას იწყებს და გალოთდება , მერე ცოლს მიატოვებს და უფრო ახალგაზრდა ქალს გაეკიდება. პრინცესა კი თურმე 15 წელია ფსიქოანალიტიკოსთან დარბის . შვილები კაიფობენ, უფროსი ვაჟი თავს იკლავს , უმცროსი კი ტროკადეროს ბაღებში პროსტიტუციას ეწევა.”

 

 ერიხ მარია რემარკი – ტრიუმფალური თაღი

 

‘ღამით ბევრი რამ მუქ ფერებში ეხატება ადამიანს.”

”რწმენას ადვილად მიჰყავს ადამიანი ფანატიზმამდე. აი რატომ დაიღვარა ამდენი სისიხლი რელიგიისთვის. – შემწყნარებლობა – ეჭვის ქალიშვილია. მთელი რელიგიური მრწამსის მიუხედავად, უფრო აგრესიულად განწყობილი ხართ ჩემდამი, ვიდრე მე, ხელიდან წასული უღმერთო–თქვენს მიმართ.”

”რთულ სიტუაციაში პრიმიტივი ყველაზე უკეთესია. დახვეწილობა კარგია
მხოლოდ მშვიდობიან დროს.”

”რატომ არიან ღვთის მორწმუნენი ასე შეუწყნარებელნი? ყველაზე მსუქბუქი
ხასიათი ცინიკოსებს აქვთ, ყველაზე აუტანელი – იდეალისტებს.”

”მე ხომ ათეისტი არა ვარ. მე უბრალოდ, არ მწამს ღმერთი.”

”ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც.”

”ცხოვრება არასოდეს სრულდება. მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება,
რომ იმაზე ადრე დასრულდეს, ვიდრე სუნთქვას შევწყვეტთ.”

”შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მსახარა, დამნაშავე – და ვერავინ შენიშნავს ამას.
მაგრამ აი , ვთქვათ ღილი მოგწყდა სადმე – ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად
არის მოწყობილი ქვეყნად ყველაფერი!”

”რასაც კი სხეული ეხება, – ლოგინი, თეთრეული, აბაზანაც კი – როგორც კი ადამიანის
სითბოს მოსცილდება, იმწამსვე კვდება. სითბოს რომ კარგავენ, საგნები აღარ გვიზიდავენ.”

” განა შეიძლება სიმართლე იყოს ბნელში ნათქვამი სიტყვა? ნამდვილი სიტყვებისთვის
კაშკაშა შუქია საჭირო.”

”–რასაც დაივიწყებთ, ის მერე მთელი ცხოვრება გაკლიათ.
–ხოლო ყველაფერი რაც გახსოვს, ცხოვრებას ჯოჯოცხეთად აქცევს ხოლმე.
–როგორ შეუძლია წარსულს ცხოვრება ჯოჯოხეთად აქციოს?
–სწორედ იმიტომ რომ ის წარსულია.”

” ესმით კი საერთოდ ადამიანებს ერთმანეთის? ამას მოსდევს ყველა გაუგებრობა ქვეყანაზე.”

” წამის სიხარული – აი, ცხოვრება! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს.”

” ვის ესაჭიროება მორალი სიყვარულში? მორალი სუსტების მოგონილია. მარცხიან ადამიანთა საცოდავი კვნესა.”

”განა შეიძლება იყოს სიყვარული სრულყოფილი, თუ ყოველღამე დაძინებისთანავე ვკარგავ?”

” ქალი სიყვარულისგან ფხიზლდება, კაცი კი ჭკუას კარგავს.”

” გინდა გაანადგურო ადამიანი იმის გამო, რომ გიყვარს? მოკლა იმის გამო, რომ მეტისმეტად გიყვარს?”

”თუ რაიმეს გაკეთება გინდა არასოდეს იკითხო ამას რა მოჰყვება, თორემ
ვერაფერს გააკეთებ. როცა საქმე წვრილმანებს ეხება, კითხვა შეიძლება. მნიშვნელოვანზე კი – არა.”

” სიყვარული სნეულებასავით არის. ნელა და შეუმჩნევლად ადნობს ადამიანს, ხოლო როცა შეამჩნევ და მისგან თავის დაღწევას მოინდომებ, ძალა გღალატობს.”

”–ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება, როცა უკვე ვეღარაფერს გრძნობს.
–არა, როცა აღარ უყვარს.”

”თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ, ჩანს დავბერებულვართ.”

”მუდამ მართალია ის, ვინც პირველი დაარტყამს!”

”ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა.”

”ადამიანი უფრო უჯერებს იმას, ვისაც არ იცნობს.”

”გარკვეულობა არასოდეს აყენებს ადამიანს ტკივილს. ტკივილს გვაყენებს
მხოლოდ ”მანამდე” და ”შემდეგ.”

”ადამიანი არ არის დამნაშავე იმაში, რომ უყვარს.”

”გაწამებულნი არიან მხოლოდ გამარჯვებულნი. დამარცხებულნი ფრიად
საომარ განწყობილებაზე გახლავან. ”

 

 

 

 

 

By lol1pop

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s