სხვაობა ქალსა და კაცს შორის

Image

1. კაცი 5 დოლარიან ნივთში 10 დოლარსაც გადაიხდის, რადგან შეძენა სურს.
ქალი 10 დოლარიან ნივთში 5 დოლარს გადაიხდის. მერე რომ არ სჭირდება, სეილს ხომ არ გამოტოვებს? 

2. ქალს გათხოვებამდე აღელვებს მომავალი, კაცს კი ცოლის მოყვანის შემდეგ.

3. წარმატებული კაცი ისაა, ვინც იმაზე მეტს შოულობს, ვიდრე მისი ცოლი ხარჯავს.
წარმატებული ქალი ისაა, ვინც ასეთ კაცს გამოიჭერს.

4. იმისთვის, რომ კაცის გვერდზე ბედნიერი იყო, საჭიროა გიყვარდეს და გაუგო.
იმისთვის, რომ ქალის გვერდზე ბედნიერი იყო, საჭიროა გიყვარდეს და არ ეცადო გაგებას.

5. ცოლიანი კაცი უცოლოზე დიდხანს ცოცხლობს, სამაგიეროდ ცოლიანი უფრო ხშირად ნატრობს სიკვდილს.

6. კაცი ისეთივე სახით იღვიძებს, როგორითაც დაიძინა. ქალი კი დილით ყოველთვის თმაგაწეწილი და გაუარესებულია.

7. ქალი რომ თხოვდება, იმედოვნებს რომ მისი ქმარი შეიცვლება, მაგრამ ასე არ ხდება.
კაცს რომ ცოლი მოჰყავს, იმედი აქვს რომ მუდამ ასეთი იქნება, მაგრამ ისიც ცდება.

8. ნებისმიერ კამათში ბოლო სიტყვას ქალი ამბობს. თუკი კაცმა რამე უპასუხა, ეს ახალი კამათის მიზეზი ხდება. 

9. ცხოვრებაში სულ ორჯერ ხდება ისე, რომ კაცი ვერ უგებს ქალს – ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ.

10. თუ ქალები ერთად მიდიან სასადილოდ, ერთმანეთს ისე მიმართავენ, როგორც ჰქვიათ.
თუ კაცები ერთად მიდიან სასადილოდ, ისინი ერთმანეთს მიმართავენ უცნაური მეტსახელებით: გოძილა, დიდთავა, წვნიკა და ა.შ.

11. როცა კაცებს კაფეში ან რესტორანში ანგარიში მოსდით, თითოეული ამოიღებს 20 დოლარს და ოფიციანტის მიმართულებით ისვრის, თუნდაც გადასახდელი სულ 30 დოლარი იყოს. ამასთან , ხურდა არცერთს არ უნდა.
ქალებს რომ მოსდით ანგარიში, იღებენ კალკულატორს და ანგარიშობენ, თითოეულმა რამდენი გადაიხადოს.

12. ქალებს უყვართ კატები. კაცები ამბობენ, რომ უყვართ კატები, მაგრამ როგორც კი ქალები მიბრუნდებიან, ფისოებს მაშინვე წიხლს კრავენ 

13. ქალი იპრანჭება, როცა მიდის შოპინგზე, მიაქვს ნაგავი გადასაყრელად, პასუხობს ტელეფონს, რწყავს მცენარეებს, იღებს ფოსტას და კითხულობს წიგნს.
კაცი იპრანჭება, როცა მიდის ქორწილში ან პანაშვიდზე/დაკრძალვაზე.

 

By lol1pop

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s