მარტივი ტესტი ჯანმრთელობაზე

Image

ალკოჰოლს ზომიერად მიირთმევთ. 

არ ეწევით (იშვიათად ეწევით). 

ფიზიკურად აქტიური ხართ, ვარჯიშობთ. 

წელიწადში 2–ჯერ კბილის ექიმთან დადიხართ, მაშინაც კი, თუ არაფერი გტკივათ. 

დღეში არანაკლებ 3–ჯერ იკვებებით, მათ შორის – ცხელი პირველი კერძით. 

ჭამთ აუჩქარებლად, საკვებს გულმოდგინედ ღეჭავთ. 

ყოველდღიურად დასაძინებლად დროულად წვებით. 

ძღომამდე იშვიათად ჭამთ. 

ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავთ. 

გამოსავლელ დღეებში ისვენებთ. 

გამოუძინებელი იშვიათად დგებით. 

ყოველწლიურად შვებულების დროს ისვენებთ. 

გაწონასწორებული პიროვნება ხართ. 

ცუდ გუნებაზე იშვიათად ხართ. 

ნორმალური წონა გაქვთ. 

თქვენი ინტიმური ცხოვრებით კმაყოფილი ხართ. 

თავს უვლით. 

თქვენს მშობლებს კარგი ჯანმრთელობა აქვთ. 

ცხარე, ცხიმიანი პროდუქტები, ტკბილეული და ცომეული არ გიტაცებთ. 

ღამით ცოტას ან საერთოდ არ ჭამთ. 

თუ “დიახ” 6–ჯერ და უფრო ნაკლებ უპასუხეთ, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშიშია. როგორც ჩანს, ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიეთ. 

თუ დადებითი პასუხები 7–დან 15–მდეა, თქვენი საქმე არც ისე ცუდადაა, ოღონდ საჭიროა მეტი ნებისყოფის გამოჩენა. 

თუ “დიახ” 16–ჯერ და მეტად უპასუხეთ, საქმე მოსალოცად გაქვთ, მაგრამ ნუ მოდუნდებით. ჯანმრთელობა ისეთი რამაა, რომელიც მუდმივ ზრუნვას საჭიროებს.

  

By lol1pop

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s