Aside

Image

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ არამუსიკალურმა ადამიანებმაც კი იციან რაღაც მუსიკის შესახებ. ჩვენ ვესაუბრეთ ლაიფციგის Max-Planck ინსტიტუტის ნევროლოგს, დოქტორ სტეფან კოლშს მუსიკის ფუნქციის შესახებ, როგორ გადაამუშავებს მას ადამიანის ტვინი და მუსიკის ემოციურ ეფექტზე.

-რატომ უსმენენ ადამიანები მუსიკას?

-ადამიანები გრძნობენ,რომ მათ ემოციებს მიმართავენ მუსიკის მოსმენისას, სწორედ ამიტომ უსმენს ხალხი მუსიკას.

-დოქტორ კოლშ არსებობს ამგვარი რამ “მსოფლიო მუსიკის ენა”, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ხალხებს?

-ადამიანის ტვინი აგებულია მუსიკისა და მუსიკალურობისთვის. ეს ფაქტია, რომ ენას არ შეუძლია არსებობა მუსიკის გარეშე წინააღმგედ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებდით ძალიან დანაწევრებულად. ახლა ასე არ ვსაუბრობთ, პირიქით ჩვენი მეტყველება მელოდიურია. ადამიანები იყენებენ მუსიკას საკუთარ ენებში და მართლაც მუსიკა საყოველთაოა-მას ვხვდებით მსოფლიოს ნებისმიერ კულტურაში. მუსიკას ყველა ხალხი ქმნის ამა თუ იმ ხერხით.

-როგორ “მიმართავს” მუსიკა ჩვენს ემოციებს?

-მუსიკას შეუძლია გვესაუბროს რაიმე საკითხის შესახებ, საკმაოდ ზუსტად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ გაგებას თუ როგორ ახერხებს მუსიკა ამას. აშკარაა, რომ მუსიკას შეუძლია გადმოსცეს აზრი, ზოგჯერ უკეთესადაც კი ვიდრე მარტივად მოთხრობისასაა შესაძლებელი. მაგალითად შტრაუსის ალპური სიმფონია გაცილებით მეტს მეუბნება, ვიდრე მეტყოდნენ ჩვეულებრივი აღწრისას. სიფონიის მოსმენისას გვეუფლება გრძნობა თითქოს მართლაც ვიყავით მოვლენების მონაწილე: მთა მართლაც უზარმაზარია და გასაოცარია მწვერვალზე დგომა.

-ეს ასოციაციები ან ემოციები, რომლებსაც მუსიკა აღძრავს ჩვენში ძალიან ინდივიდუალური ხომ არ არის?

-მე არ ვთვლი, რომ ეს ძალზე იდივიდუალურია. ჩემი აზრით, ემოციური მიმართება მუსიკასთან უფრო თანმიმდევრულია და ის ასოციაცია რასაც ესა თუ ის მელოდია იწვევს ადამიანებში უფრო გლობალურია ვიდრე წარმოგვიდგენია. ყოველ შემთხვევაში ერთი და იმავე კულტურული ჯგუფის წარმომადგენლებში.

-ეს ასოციაციები, რომლებსაც მუსიკა იწვევს ხომ არ გამომდინარეობს ჩვენი კულტურიდან?

-ძალიან ცოტაა ცნობილი თუ როგორ აღიქვამს ტვინი მუსიკის მნიშვნელობას.ზუსტი პასუხის მისაღებად საჭიროა დავაკვირდეთ ტვინის ამ ოპერაციას უშუალოდ, როცა ადამიანი მუსიკას უსმენს. ასოციაციაზე გავლენა შეიძლება იქონიოს კულტურულმა გარემომ,მაგალითად რეკლამაში ან ფილმში გამოყენებული მუსიკის მოსმენისას ადამიანს ძალაუნებურად ახსენდება რეკლამა თუ ფილმი .თუმცა სხვა კულტურაში შეიძლება სხვა ასოციაცია გამოიწვიოს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ კუთხით ძალიან ცოტა კვლევა თუა ჩატარებული.

-თქვენ ვარაუდობთ რომ არსებითად ყველა მუსიკალურია, რას გულისხმობთ?

– მუსიკა არ არის მხოლოდ ბგერების ნარევი, მას აქვს ძალიან რთული სტრუქტურა. ჩვენმა ექსპერიმენტებმა დაგვანახა, რომ ტვინები იმ ადამიანებისა, რომლებიც თავს ძალზე არამუსიკალურებად მიიჩნევენ საკმაოდ ზუსტად ამუშავებდა, მუსიკას, რომელსაც ვასმენინებდით. ამან გვაჩვენა, რომ ე.წ არამუსიკალურებსაც შეუძლიათ გადაამუშაონ მუსიკა და განალაგონ ტვინში. ეს კი ადასტურებს, რომ არამუსიკალური ადამიანიც კი მუსიკალურია.

-რა ასაკიდან ვლინდება მუსიკის აღქმის უნარი?

-ადამიანის ტვინს მოსწონს მუსიკა და სჭირდება ის. ეს უნარი ვლინდება დაბადებიდანვე, თუ მანამდე არა. მაგრამ არ ველი რომ ადამიანს გენეტიკაში აქვს ტონალობის გარჩევის უნარი. ეს შუძლებლად მიმაჩნია.

-შეგიძლიათ უწოდოთ მუსიკას, არსებითი მოთხოვნილება?

-ადამიანებს სჭირდებათ მუსიკა, ისინი მუსიკალურნი არიან. ადამიანებს აქვთ სიყვარულის უნარი, მათი ტვინი მოწყობილია ისე რომ შეეძლოთ მეტყველება, ასევეა მუსიკის შემთხვევაშიც. ისევე, როგორც მხოლოდ ლინგვისტებს არ აქვთ მეტყველების ნიჭი. ეს ადმიანის ტვინია. მუსიკა ადამიანური მოთხოვნილებაა.

დოქტორი სტეფან კოლში არის მუსიკოსი და ფსიქოლოგი. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის სამეცნიერო ჯგუფის წევრი. 2003 წლის იანვრიდან ის შეუდგა დამოუკიდებელ კვლევას ლაიფციგის ინსტიტუტში. მისი დაკვირვების ძირითადი საგნებია ადამიანთა უნარი აღიქვან მუსიკა და ენა, ასევე კავშირი მუსიკასა და ემოციებს შორის.

 

მუსიკა❤

By lol1pop

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s