დრედი

Image

ბევრს დრედი თმის მოდური ვარცხნილობა ჰგონია, რომელიც დიზაინერის ფანტაზიის ნაყოფია. სინამდვილეში დრედი, უბრალოდ, თმის მდგომარეობაა მას შემდეგ, რაც იგი არ დაუვარცხნიათ და არ შეუჭრიათ.

 

დრედი საკმაოდ პრაქტიკული ვარცხნილობაა, რადგან მას არ სჭირდება ხშირი დაბანა და დავარცხნა, თანაც იგი თითქმის ყველას უხდება.

Image

რასტამანებისთვის ( Rastaman, Rasta Sister) დრედი თმის ვარცხნილობაზე მეტია, იგი ლომის ფაფართან ასორცირდება და რელიგიური დატვირთვა აქვს. სწამთ, რომ სიკვდილის შემდეგ მათი ღმერთი ჰაილე სელასი (Haile Selassie), ეთიოპიის იმპერატორი, ჩაკიდებს დრედში ხელს და წაიყვანთ.

დრედის გაკეთება არც ისე რთული საქმეა, თუ კარგი მოთმინების უნარი გაქვთ. აი, მათი გაკეთების საიდუმლოც:

თმები დაანაწილეთ დაახლოებით საჩვენებელი თითის სისქეზე (დრედებიც ამ ზომისა გამოვა), შემდეგ თითოეული დანაწევრებული თმის კუდი შეკარით რეზინით. აიღეთ თმის ერთი ნაწილი და რკინის სავარცხელი(შესაძლოა ჩანგლითაც) ნელა და ნაწილ-ნაწილ, უხეშად აჩეჩეთ თმის ზრდის საპირისპიროდ, ისე რომ სრულიად აბურდული მასა მიიღოთ, რომლის დავარცხნაც შეუძლებელი იქნება. თმები მთლიან სიგრძეზე უნდა იყოს აბურდული, განსაკუთრებით კი ძირებში, ამის შემდეგ იწყება უშუალო დრედის დახვევა, დრედის სპირალისებურად დახვევისას საგულდაგულოდ წაუსვით მას სანთელი ან კარგი ხარისხის თაფლი (იგი მალე გაშრება და გარკვეული დროს შემდეგ აღარ დაგწეპავთ.) მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. იგივე პროცედურა ჩაიტარეთ თმის დანარჩენ ნაწილზეც.

დრედების დაწნა კეფიდან დაიწყეთ, დანარჩენი თმები კი უბრალო რეზინებით ან სხვა სახის თმის სამაგრებით დაამაგრეთ, ხელი რომ არ შეგიშალოთ მუშაობაში.

დრედების შესანარჩუნებლად თმებს თმებს გამუდმებით უნდა აიძულოთ , გაიზარდონ ისე, როგორც თქვენ გინდათ, ანუ დრედების გაკეთება გრძელვადიანი პროცესია, თუმცა არა უსასრულო. ბოლოს უკვე თქვენი თმები თავისით გაიზრდება დრედებად.

Imageახლა დრედებთან დაკავშირებული რამდენიმე უსიამოვნო ფაქტის შესახებ:
დრედების დაშლა შეუძლებელია, თუ მათი დაშლა განიზრახეთ, ისინი უბრალოდ უნდა მოიჭრათ. კიდევ ერთი უსიამოვნება ის გახლავთ, რომ მათი გაკეთებიდან თავის დაბანა მინიმუმ ორ კვირას არ შეიძლება.
საერთოდ, დრედების მოვლა არც ძალიან რთული საქმეა და არც ძალიან მარტივი , დრედებმა ფორმა რომ არ დაკარგონ, კვირაში სამჯერ მაინც უნდა გასანთლოთ ისინი, იგივე უნდა გააკეთოთ ყოველი დაბანის შემდეგ.
ყურადღება მიაქციეთ სისუფთავეს, თმაში თუ მავნე მწერები ჩაგიბუდდათ, მერე ვერაფერი გიშველით. ასე რომ, ხშირად ატარეთ ქუდი ბუნებაში გასეირნებისას ან ისეთ ადგილებში მოხვედრისას, სადაც სპეციფიკური სუნია, დრედი ადვილად ისრუტავს სუნს და შემდეგ მისი მოშორება ძნელია. 

 დრედის გაკეთები კიდევ ერთი მარტივი საშუალება არსებობს, რომელსაც თაფლი და სხვა მწებავი მასების გამოყენება არ ჭირდება, თუმცა ასეთი დრედები ცოტათი უფრო დაბალი ხარისხისაა ვიდრე ტრადიციულისა…

 

By lol1pop

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s