ცივი სასმელების დამზადება

ზაფხულისთვის გასაგრილებლად აუცილებელია და სასრგებლო ნატურალური სასმელები ორგანიზმისთვის.
გთავაზობთ სხვადასხვა სახის სასმელების რეცეპტებს.

კრუშონი

კრუშონი სასარგებლო და გემრიელი სასმელია. იგი ლაზათს მატებს სუფრას. მისი დამზადება ძნელი არაა და თუ მოისურვებთ, შეგიძლიათ ასიამოვნოთ თქვენი ოჯახის წევრებს და სტუმრებს.
ყველაზე გემრიელი კრუშონი მზადდება ხენდროს, ატმისა და ფორთოხლისაგან.
სასმელის დამზადების წინ შერჩეული ხილი წინასწარ დაამუშავეთ.
ხენდრო ჯერ გარეცხეთ, მერე ყუნწებისგან გაასუფთავეთ.
ატამი გათალეთ, კურკები გამოაცალეთ და ისე დაჭერით, თან კურკები მოაცილეთ.
თუ თქვენ აიღებთ 1 კილო ხენდროს ან 1 კილო ატამს ან 1 ცალ ლიმონთან შერეულ 5 – 6 ცალ ფორთოხალს, სამივე შემთხვევაში ცალ-ცალკე ხილს 800-850 გრამი წმინდად დანაყილი შაქრის ფხვნილი უნდა მოაყაროთ.
შაქარმოყრილი ხილი გრილ ადგილას გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 1 – 2 საათით, ამის შემდეგ დაამათეთ 100გრ კონიაკი, 100გრ ლიქიორი, 1-2 ლიტრა ნატურალური წითელი ღვინო. 1 ლიტრი საუკეთესო ხარისხის თეთრი ღვინო.
ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ თავზე და ისე შედგით მაცივარში, ან გარშემო შემოუწყეთ ყინულის ნაჭრები.
სუფრაზე გატანის წინ 20 წუთით ადრე მას 1 ბოთლი გაციებული შამპანური დაამატეთ და ჭურჭელს კვლავ დაახურეთ უსათუოდ.
დალევის წინ დამზადებული კრუშონი ჩაის საწურში გაწურეთ. სასმისებში სპეციალური კოვზით ჩაასხით ისე, რომ შიგ ხილის თითო-ოროლა ნაჭერიც ჩააყოლოთ.
კარგი იქნება, რომ კრუშონი სუფრასთან სპეციალური ჭურჭლით მიიტანოთ.

ცივი პუნში

600გრ კარგად დანაყილ შაქარს დაასხით 5 ლიმონისაგან გამოწურული წვენი, დაამატეთ 1/2 ლიტრი კონიაკი, 2 ლიტრი მაგარი ცხელი ჩაის ნაყენი. მიღებულ მასას კარგად მოურიეთ, შემდეგ ყინულზე გააცივეთ. მაგიდასთან ცივ-ცივად მიიტანეთ.


პუნში შამპანიური ღვინისაგან

800-850გრ ფხვნილ შაქარს 2 ჭიქა ცივი წყალი დაასხით. დაადგით ცეცხლზე. როცა წამოდუღდება, 1/2
ლიტრი კონიაკი და 1 ლიტრი შამპანური, აგრეთვე 6 ლიმონისაგან გამოწურული წვენი დაამატეთ. შემდეგ გაწურეთ (ორკეც მარლის ნაჭერში ან ხელსახოცში).
სუფრასთან შამპანური-პუნში შეგიძლიათ მიიტანოთ, როგორც გაგრილებული, ასევე ყინულზე გაცივებულიც

პუნში ფორთოხლისაგან

1 ცალ ფორთოხალს კანი შემოაცალეთ. დაჭრილ კანს 100გრ კონიაკი დაასხით. ქვაბს სახურავი დაახურეთ და 8 საათით დაადგით გრილ ადგილას 400გრ შაქარს 8/4 ჭიქა წყალი დაასხით და მისგან სეროპი მოადუღეთ, სეროპს 4 ცალი ლიმონისა და 2 ცალი ფორთოხლისაგან გამოწურული წვენი დაამატეთ. აგრეთვე 1 ჩაის ჭიქა საუკთესო რომი და ის 100გრ კონიაკი შეუზავეთ, რომელშიც ფორთოხლის კანი გქონდათ გაჩერებული. ყველაფერი ეს კარგად შეურიეთ ერთმანეთს, გაწურეთ და მერე დაუმატეთ ლიტრის 8/4 მაგარი ნაყენი ჩაი. მიღებული პუნში, ნებისმიერად, გრილი თუ ცივი სახით შეგიძლიათ მიირთვათ.
აღნიშნული სასმელების დამზადებისას, როგორც წესი, მომინანქრებული ჭურჭელი იხმარეთ.

 

By lol1pop

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s