სიკვდილამდე რამოდენიმე წუთით ადრე

http://www.youtube.com/watch?v=QXwPUYU8rTI&ob=av2e

თითოეული ადამიანი ადრე თუ გვიან უსვამს თავის თავს კითხვას: რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ნუთუ ყველაფერი დამთავრდება ბოლო ამოსუნთქვის დროს? თუ სიკვდილის მერე ისევ გავაგრძელებ ცხოვრებას?
მაგრამ საინტერესოა რას გრძნობს ადამიანი სხვადასხვაგვარი სიკვდილისგან რამოდენიმე წუთით ადრე.. 

დახრჩობა

საშინელი და საზარელი სიკვდილი იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მსხვერპლს მოიცავს პანიკა იმ აზრისგან, რომ ის ვეღარ შეძლებს ცურვას. დაუდევრად და უაზროდ ფართხალებს, მანამ, სანამ იმყოფება წყლის ზედაპირზე. ჩაძირულს და სულიერად განადგურებულ ადამიანს აღარ შესწევს იმის ძალა, რომ დასახმარებლად ვინმეს მოუხმოს, უკანასკნელად ცდილობს ჩაისუნთქოს ჰაერი. ადამიანის ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს ეტაპი გრძელდება დაახლოებით 20 წამიდან – 1წუთამდე.
უშედეგო მცდელობისგან დაღლილი მსხვერპლი იძირება წყლის სიღმეში, ცდილობს ჩაისუნთქოს ფილტვებში დარჩენილი ჰაერი დაახლოებით 30 – 90 წამის განმავლობაში.

ამის შემდეგ, ის ინსტიქტურად ყლაპავს მცირე რაოდენობის წყალს და ახველებს, რის შედეგადაც შეისუნთქავს უფრო მეტს.

რას გრძნობს ადამიანი სიკვდილის წინ ამ ეტაპზე? იმის გამო, რომ წყალი ხდება ფილტვებში, ადამიანს ემართება ხორხის სპაზმი, (უნებლიე რეფლექსი, სახელწოდებით ლარინოსპაზომომი). წყალი სწრაფად ავსებს სასუნთქ გზებს და იწვევს მტკინეული წვის შეგრძნებასა და გულმკერდის გამალებულ, მძაფრ შეტევას.

ჟანგაბადის უქონლობისგან მსხვერპლი კარგავს ცნობიერების შეგრძნებას. გული წყვეტს მუშაობას და ხდება თავის ტვინის სიკვდილი.


გულის შეტევა

ადამიანი გულის შეტევით სიკვდილის წინ , ჩვეულებრივ გრძნობს გრძელვადიან ან განმეორებად ტკივილს გულმკერდის არეში. გულის კუნთი რეაგირებს ჟანგბადის ნაკლებობაზე. ტკივილი შეიძლება გავრცელდეს ხელებზე, ქვედა ყბაზე, მუცელზე, კისერსა და ზურგზე. 

გულის შეტევითვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: გაძნელებული სუნთქვა, ცივი ოფლი და გულის რევა.მსხვერპლთა უმეტესობა ცოცოხლობს დახლოებით 2 საათიდან 6 საათამდე, მანამ სანამ გამოიძახებს სასწრაფო დახმარებას. ეს მათ სიცოცხლის ფასად უჯდებათ, რადგან გვიან გამოძახებულ რეანიმაციულ გუნდს უბრალოდ აღარ აქვს იმის დრო რომ პაცინტი მიიყვანოს საავადმყოფოში. მსხვერპლთა უმეტესობა კვდება გულის არითმიით.
ადამიანს ყოფნის 10 წამი გულის გაჩერების შემდეგ, რათა დაკარგოს გონება , ხოლო 1 წუთის შემდეგ ტვინი კვდება.

სისხლდენა

იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებულია სხეულის მთავარი არტერია – აორტა, მაში ხდება სისხლდენა და დიდი რაოდენობით სისხლის დაგარგვა, რამოდენიმე წამის განმავლობაში. ამ ფატალური შედეგის და საზარელი სიკვდილის მიზეზი შეიძლება იყოს ნებისმიერი კატასტროფული, ავარიული შემთხვევა ან დიდი სიმაღლიდან დაცემა.

თუ დაზიანებულია, ნებისმიერი სხვა არტერია ან ვენა და მსხვერპლს არ აქვს აღმოჩენილი უზრუნველყოფილი დახმარება, იგი იცლება სისხლდენით რამოდენიმე საათის განმავლობაში, რის შედეგადაც ხდება გარდაცვალება. დარწმუნებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ადამიანი სისხლდენით სიკვდილამდე გრძნობს სისუსტესა და წყურვილს. მას ეწყება პანიკა. მსხვერპლი კარგავს 2 ლიტრ სისხლს, რის შედეგადაც ორგანიზმი ვარდება გაუცნობიერებელ მდგომარეობაში და იღუპება.


ცეცხლი

ცხელი კვამლი უპირველეს ყოვლისა აზიანებს სასუნთქ გზებსა და თვალს. რის გამოც ადამიანს არ აქვს მხედველობა და ვერ სუნთქავს. ცეცხლის ალი უმოწყალოდ ანადგურებს კანის სტრუქტურას. აუტანელი ტკივილი აღაგზნებს კანის ნერვიულ დაბოლოებას.
დამწვრობის გაფართოებით ნერვის დაბოლოება იმდენად ზიანდება, რომ დაზარალებული ვეღარ გრძნობს მტანჯველ ტკივილს. მწვავე ტკივილი ჩერდება ადრენალინის ქმედებით. ზოგიერთი მსხვერპლი, რომელთაც მიღებული ჰქონდათ მესამე ხარისხის დამწვრობა, აცხადებენ რომ, ისინი არ გრძნობდნენ არანაირ ტკივილს მოვლენების ცენტრში ყოფნის დროს. მთელი ძალაუფლება ენიჭება ადრენალინსა და შოკს.

უმეტესობა მსხვერპლისა, ვინც იღუპება ხანძრის დროს ვერ გრძნობს ცეცხლის შეხებას საკუთარ კანზე. ისინი ითიშებიან ჟანგბადის ნაკლებობითა და შევსებული ნახშირბადით

სიმაღლიდან ვარდნა

სრულიად დაზუსტებით, შეგვიძლია ვთქვათ რას გრძნობს ადამიანი სიმაღლიდან დაცემის დროს – თავისუფალი ვარდნის შეგრძნება. ეს რა თქმა უნდა არის სარკაზმი. ფაქტობრივად სიმაღლიდან ვარდნა არის სიკვდილის ერთ–ერთი ყველაზე სწრაფი გზა. კვლევებმა აჩვენა რომ, 100 ადამიანიდან 75 პროცენტი, 200კმ/სთ სიჩქარით ვარდნის დროს, კვდება დაცემიდან სულ რამოდენიმე წამში.

სიკვდილის გამომწვევი მიზეზი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად და რა პირობებში ხდება ინციდენტი. თუ ადამიანი ვარდება თავით, მაშინ მისი გადარჩენა უბრალოდ შეუძლებელია, იგი ადგილზევე იღუპება. ექიმებმა შეძლეს დამახასიათებელი მიზეზების განსაზღვრა, რის შედეგადაც ხდება გარდაცვალება: გულის გარღვევა, ფილტვებისა და მსხვილი სისხლძარღვების მასიური დაზიანება და მრავალჯერადი მოტეხილობა.

თუ ვარდნა ხდება ფეხებით, მაშინ არ არის გამორიცხული რომ დაზიენებები მნიშვნელოვნად შემცირდეს

By lol1pop

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s