სასკოლო შემთხვევები

სიტუაციები, რომლებიც გაკვეთილებზე თითქმის სულ ხდება.

როდესაც მასწავლებელი ოთახიდან გადის ჩემი კლასი ჯუნგლებს ემსგავსება

ყოველთვის არსებობს ისეთი მასწავლებელი რომლის გაკვეთილზეც თავს ისე
გრძნობ როგორც ფიზკულტურაზე, და ისეთი რომლისაზეც გატრუნული ზიხარ.

გამოცდის წინ რამდენიმე თვით ადრე: ყველა ჩაიჭრებით და მერე გაგახსენდებათ
ჩემი სიტყვები… იქ ვინ გიკარნახებს ვნახავთ. უპასუხისმგებლო ხალხი ხართ !!!
დაიშლება თქვენი კლასი, აი გეუბნებით რა. გადაწერის საშუალებას არავინ
არ მოგცემთ. მერე მანახა თქვენი სახეები.
გამოცდაზე: ყველა იწერს🙂

როცა გაკვეთილი არ იცი, გასაძახებელი ხარ მაგრამ შემთხვევით “გადარჩები”

მე მეორე სემესტრიდან კარგად ვისწავლი.. ასე ამთავრებ თორმეტ კლასს.

თქვენც წამოგიყვირიათ გაკვეთილზე, რომ ზარს უკვე გადაცდა და ამდგარხართ?

დაფასთან გიძახებენ..
შენი რეაქცია:

როცა სკოლა ყელში გაქვს ამოსული:

კლასში ყოველთვის არსებობს ისეთი გოგო, რომელიც ასე ვთქვათ “პირველია”
ამის მიზეზი კი შემდეგია: ის არის თავდაჯერებული, ცანცარა, პრანჭია.
კლასის დიდ ნაწილს ის არასდროს არ მოწონს.

დედა: ადექი კომპიუტერიდან, სამეცადინო არ გაქვს ?
შენ: ოო მოიცა, ცოტა მაქვს მაინც..
დედა: შენ რა სულ ცოტა გაქვს !!

45 წუთიანი გაკვეთილების შემდეგ სანატრელი ზარი ირეკება. ამ დროს ნებით
თუ უნებლიედ სიხარულით წამოხტები და უცებ მასწავლების ხმა: ზარი ირეკება
ჩემთვის და არა შენთვის

ის ბედნიერი მომენტი როცა საკონტროლოს დროს მასწავლებელი
ჟურნალში იხედება და შენ თავისუფლად იწერ მეგობრისგან.

ის ბედნიერი მომენტი როდესაც კლასში ბავშვი ყვირილით შემოდის დღეს
მასწავლებელი (ამა თუ იმ საგნის, რომელსაც ყოველთვის ძირითადად გვარით
მოვიხსენიებთ) არ არიიიიიის !! და ის საშინელი მომენტი, როცა გაიგებ რომ ეს ტყუილია.

მასწავლებელი საკონტროლოს ნიშნების გამოცხადების შემდეგ:
” იცით თქვენს პარალელურ კლასსში რამდენი ათიანი დაიწერა ?! ”

როცა გაკვეთილი არ იცი და მაინც დგები
მასწავლებელი: თუ არ იცი დაჯექი და ნუღარ მაცდენ! 2-იანი!

არ აქვს მნიშვნელობა იმაზე ფიქრს, თუ რამდენად გძულს ის..
როცა მას დატოვებ ის აუცილებლად მოგენატრება : ))

მართალია ეს ძალიან ცოტა იყო იმ შემთხვევებისა, რაც სკოლაში გადაგვხდენია, თუმცა
მსგავსი ნიუსები ბევრჯერ იდო და.. მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. თქვენც გაიხსენეთ
მასწავლებლებისა თუ მშობლების ფრაზები და ერთად ვიხალისოთ.

By lol1pop

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s