მარია სტიუარტი

ისტორიაში ცოტაა ისეთი მანდილოსანი, რომელსაც ისტორიაში მისი პიროვნებითა და ცხოვრებით მტკიცე ადგილი დაეჭიროს. მარია სტიუარტი ზოგში აღაფრთოვანებას აღძრავდა, ზოგში აღაშფოთებას, თუმცა ყველას თავისი იდუმალებითა და ტრაგიკული ბედითაინტერესებდა. ასეთი იყო მარიამ სტიუარტი ამაყი, მომხიბლელი, ჭკვიანი და თავქარიანი. ადამიანი, რომელმაც შექმნა ეპოქა და ამის მიუხედავად მაინც დარჩა ქალად, შეიძლება სწორედ ეს იყო მისი ყველაზე დიდი შეცდომა. შედომა, რომელიც მის მოსისხლე მტერსა და საუკუნო მოქიშპეს, ინგლისისა და მთელი მსოფლიოს მიერ დიდ მონარქად აღიარებულ ელიზაბეტს არასოდეს გაუმეორებია.

მარიამ სტიუარტი დაიბადა 1542 წლის 8 დეკემბერს. იგი იყო შოტლანდიის სახელოვანი მეფის იაკობ მეხუთის და ცნობილი ფრანგი დიდგვაროვანი ქალის, მართლმორწმუნე კატოლიკის მერი გიზის შვილი. ახალშობილი დაბადებამდე დაქვრივდა ვინაიდან მამამისი ერთი კვირით ადრე გარდაიცვალა ვიდრე მომავალი მონარქი დაიბადებოდა, მისი ცხოვრება თავიდანცვე ტრაგიკულად იწყება. თითქოს უკვე იკვეთება პატარა მინიშნება დედოფლის შემდგომი ცხოვრების ბედსა და განვითარებაზე.

ახალშობილი სასწრაფოდ აკურთხეს პატარა და ღარიბი შოტლანდიის მონარქად, რადგან დიდი იყო შიში და საფრთხე იმისა, რომ ამ მიწას მეზობელი ინგლისი ან საფრანგეთი მიიტაცებდნენ, რომლებიც ამაზე დიდი ხანია ოცნებობდნენ. სულ ჩვილი მარია დანიშნეს საფრანგეთის მეფე შენირს ვაჟ დოფინ ფრანცისკზე და საფრანგეთში მალულად გაგზავნეს, რადგან ინგლისელებს სურდათ იგი ინგლისის ტახტის მემკვიდრეზე დაექორწინებინათ, რომელიც მარიას ბიძაშვილად ერგებოდა და ამით საბოლოდ მიეერთებიათ შოტლანდიის მიწა.

საფრანგეთის მდიდრულ სამეფო კარზე მარია სწავლობდა მონარქობას და ითვისებდა დახვეწილ ფრანგულ მანერებს.

მალევე იგი ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მომავალ მეფეს, იმავე წელს კი ინგლისში ტახტზე ავიდა ელიზაბეტი, ანნა ბოლეინის მიერ უკანონოდ შობილი, ვინაიდან მარია სტიუარტი ინგლილის მეფე ჰენრი მეორის შვილიშვილი იყო, მის ტახტზე კი უკანონოდ შობილი ელიზაბეტი იჯდა ერთადერთმა კანონიერმა მემკვიდრემ პრეტენზია განაცხადა თავის უფლებებზე და კიდევ უფრო გააღვივა შუღლი, რომელიც მასსა და მის ახლო ნათესავს, ელიზაბეტს შორის იყო.

მალევე მარიას ცხოვრებში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, გარდაიცვალა მისი მეუღლე საფრანგეთის მეფე, ამიტომ შოტლანდიაში გამგზავრება და მონარქის მოვალეობის შესრულება მოუწია. როგორც ამბობენ მთელი პარიზი თვალცრემლიანი ემშვიდობებოდა ულამაზეს ქვრივს. თვითონაც საფრანგეთზე სამუდამოდ შეყვარებული გემზე მანამ უყურებდა საფრანგეთის მიწას, სანამ გემი მთლად არ მოსცილდა ნაპირს. მდიდრული საფარნგეთიდან ღარიბ შოტლანდიაში დაბრუნება საშინელება იყო მარიასთვის, თუმცა მას უყვარდა თავისი ქვეყანა და ამიტომ ერთხელაც არ დაფიქრებულა ტახტზე უარი ეთქვა და მარია მედიჩისთვსი ეთხოვა საფრანგეთში ცხოვრები უფლება.შოტლანდიელმა ხალხმა დიდი სიხარულით მიიღო დედოფალი, რომლის საოცრად მდიდრული სამოსიც ყველას გაოცებას იწვევდა. თუმცა ბევრი გაიძახოდა, რომ ქალი მონარქი შოტლანდიას დაღუპავდა და თითქოს მათი წინასწარმეტყველება ახდა კიდეც.

მარიას ყოველდღიურად უხდებოდა თავზე ხელაღებული მეტოქეების მოგერიება და ტახტის კბილებით დაცვა. ის მალე აღმოჩნდა პოლიტიკური ქორწინების საჭიროების წინაშე, გამოსავალი არ იყო იგი უნდა გათხოვილიყო. მოხდა ისე, რომ მისმა მომავალმა საქმრომ მას თავბრუ დაახვია და მალე იგი თავის ბიძაშვილი ჰენრი სტიუარტ, დარნლის ლორდს გაჰყვა ცოლად რომელიც ინგლისის ტახტის მემკვიდრეც იყო და მათი შვილი შეძლებდა ორი სამეფო გაერთიანებინა. ეს ყველას აწყობდა, ყველას გარდა ელისაბედისა, რომელსაც ქალური შურით შურდა მარიასი. ვინაიდან თვითონ იყო ბერწი, რომელიც ვერა და ვერ გათხოვდა. მასთან სტუმრად მოსულ პირებს კი მუდამ ეკითხებოდა იყო თუ არა შოტლანდიის ახლგაზრდა დედოფალზე ლამაზი. ( ეს უდაოდ კომპლექსის მანიშნებელია)

დედოფალმა შოტლანიდაში ააყვავა კულტურული ცხოვრება. იგი ცდილობდა დამტკბარიყო, თავისი ცხოვრებით, თითქოს მუდმივი მტრებიც დაივიწყა. თუმცა მისმა ქალურმა ბუნებამ ისევ იჩინა იგი და მან დაუშვა ყველაზე იდიდ შეცდომა ცხოვრებაში _ მას შეუყვარდა! ბოსუელმა, რომელიც მთელს შოტლანდიაში გამოჩენილ ვაჟკაცად ითვლებოდა თავბრუ დაახვია დედოფალს, როგორც ისტორიკოსები ამბობენ მან გააუპატიურა დედოფალი, მარიას კი შეუყვარდა იგი.

თავისი ჭუითა და სილამაზით გამორჩეული ქალი ნამდვილად არ იმსახურებდა კაცს, რომელიც მას მხოლოდ შოტლანიის ტახტისკენ მიმავალ საფეხურად თვლიდა, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ, ვერც მარიამ უბრძანა და ამიტომ, უკვე საყვარლად ქცეული ბოსეულის თხოვნით თავისი ქმრის მოკვლევინებას შეუწყო ხელი რათა მას ცოლად გაჰყოლოდა. გაჰყვა კიდეც. ამან კი მთელი შოტლანდია აღაშფოთა, დედოფალი თავისი ქმრის მკვლელს მისთხოვდა და სულ გადაივიწყა შვილი, რომელსაც ბოლო წლებში ყურადღებასაც აღარ აქცვედა. პროტესტის ტალღა იზრდებოდა. ყველაფერი კი სამოქალაქო ომით დასრულდა სადაც მარია დამარცხდა და იძულებული გახდა ელიზაბეტისთვის, თავისი მტრისთვის ეთხოვა დახმარება, მტრისთვის, რომელსაც გულუბრყვილო გოგო მეგობრად თვლიდა. ელიზაბეტის ბედნიერებას საზღავრი არ ჰქონდა, როდესაც მარია იხილა მუხლ მოყრილი მის წინაშე. ბევრი ლოდინის შემდეგ მან დართო ნება თავის ნათესავს ინგლისში ეცხოვრა, თუმცა როგორც კი დაინახა, რომ მარია სტუარტმა თავსი ქარიზმით არა მარტო ინგლისელი ხალხის არამედ დიდებულების მხარდაჭერა და კეთილგანწყობა დაიმსახურა, როემლიც თვითონ ელიზაბეტს ყოველთვის აკლდა მან მარიას ქმრის მკვლელობაში დასდო ბრალი და დააპატიმრა. ელიზაბეტს ამის არანაირი უფლება არ ჰქონდა, თუმცა მარიას დამცველიც არავინ ჰყავდა ამიტომ მან 18 წელი ტყვეობაში, პირქუშ ციხესიმაგრეში გაატარა.

სწორედ აქედან ჩნდება ხალხში ლეგენდები დატყვევებულ დედოფალზე. რომლის არსებობაც კი მითად და ლეგენდად იქცა. ელიზაბეტმა არც იმით მოისვენ, რომ შოტლანდიისა და ინგლისის კანონიერი და ერთადერთი დედოფალი დაატყვევა, მან მოაწყო ინსცენირებული სასამართლო, რომელმაც მარიას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, ელისაბედის მკვლელობის მცდელობასა და მის წინააღმდეგ შეთქმულების მოწობის ბრალდებით. 44 წლის ასაკში ღვთის მიერ ხელდასმულ დედოფალს თავი მოჰკვეთეს.

მარიამ სტიუარტი გარდაიცვალა თუმცა არსებობა განაგრძო ხელოვნებაში, როგორც ამბობენ სწორედ იგია შექსპირის ტრაგედიების ლირიკული გმირი,ბევრი იმასაც ამბობს, რომ იგი თავად წერდა პიესებს შექსპირის ფსევდონიმით. მასზე დაიწერა უამრავი პოემა თუ ნოველა. ოთხი საუკუნის შემდეგ შტეფან ცვაიგმა დაწერა რომანი მასზე, რომელიც მსოფლიო კლასიკადაა აღიარებული, მასზე დგამენ სპექტაკლებს, მას კიცხავენ და მას ადიდებენ. როგორც დედოფალს, როგრც პატრიოტს, როგრს მშვენიერ ქალს, და როგრც თავქარიან სულელს. დღეს კი მარიამ სტიუარტიც და ელისაბეტიც ერთმანეთის გვერდი-გვერდ განისვენებენ, არავინ იცის ეს ელიზაბეტის სურვილი იყო თუ უბრალო დამთხვევა.

By lol1pop

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s