გოგონა დრაკონის ტატუთი

ტიგ ლარსონის, ტრილოგია “ქალთმოძულე კაცების” პირველი ნაწილი, “გოგონა დრაკონის ტატუთი” სულ რამდენიმე თვის წინ გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ.

თარგმანი შენასიშნავია და ნიკა სამუშიას ეკუთვნის. ალბათ დამეთანხმებით, ადვილი არაა ამხელა ტექსტი თარგმნო და ისე მოარგო საკუთარ ენას, რომ მკითხველი ნასიამოვნები დატოვო.

ფრაზამ, ერთი ამოსუნტქვით იკითხება–ო, უამრავჯერ გაიჟღერა ბლოგ პოსტებსა თუ სტატიებში. ნუ იქნებით ჩემსავით უნდობლები და დამერწმუნეთ, რომ ეს ერთადერთი წიგნია, რომლისადმიც გამოთქმა იოტისოდენადაც არ არის გადაჭარბებული.

გამომცემლობის გვერდზე წიგნის მოკლე აღწერა დევს:

შვედეთის ერთ-ერთ კუნძულზე 40 წლის წინ მოხდა მკვლელობა, რომლის გამოძიებასაც უკვე 82 წლის ჰენრიკ ვანგერმა ნახევარი სიცოცხლე შეალია. მას სიბერეშიც ერთადერთი სურვილი აქვს: გაიგოს, ვინ მოკლა მისი საყვარელი ძმის შვილიშვილი. ჰენრიკ ვანგერი საქმის გამოსაძიებლად ქირაობს ახალგაზრდა ჟურნალისტს, მიქაელ ბლუმკვისტს, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია, კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაერთოს გამოძიებაში; მასთან ერთად გამოძიებაში მონაწილეობს საზოგადოებისგან გონებაშეზღუდულად გამოცხადებული ახალგაზრდა ჰაკერი გოგონა დრაკონის ტატუთი, ლისბეთ სალანდერი… ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ამ სამი ადამიანის მიერ წარმოებული გამოძიება, რომელიც ფოტოებით, საარქივო მასალებში ქექვით და ადგილობრივთა მოგონებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს, მკითხველისათვის წარმოუდგენელი შედეგით სრულდება…

ერთი შეხედვით კლასიკურ, თუმცა მაინც უაღრესად ორიგინალურ დეტექტივს რამდენიმე მთავარი სიუჟეტური ხაზი და, შესაბამისად, ამდენივე კვანძის გახსნა აქვს. ეს უაღრესად ჩახლართული ისტორია, მიუხედავად მისი დიდი მოცულობისა, ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

“გოგონა დრაკონის ტატუთი” (შვედური ორიგინალის სახელწოდებაა “ქალთმოძულე კაცები”) პირველი წიგნია ე.წ “მილენიუმის ტრილოგიისა”, რომელიც გამოცემისთანავე 40 ენაზე ითარგმნა და 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ტრილოგიის მსოფლიო ბესტსელერად ქცევას მისი ავტორი სამწუხაროდ ვერ მოესწრო – ის 2004 წელს, ტრილოგიის გამოცემამდე ერთი წლით ადრე, 50 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა.

 

By lol1pop

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s