შემოქმედებითი გზა დღევანდელ დღემდე – ჯ ო ნ ი დ ე პ ი


ცნობილი ვარსკვლავის ჯონი დეპის მსახიობური კარიერა უჩვეულო პერსონაჟით დაიწყო,
ფილმ მიუზიკლში “Cry-Baby”. მას შემდეგ ის სულ არაორდინალურ როლებს ანსახიერებს.
გადავხედოთ მსახიობის ყველაზე დასამახსოვრებელ როლებსა და მომენტებს შემოქმედებით გზაზე.

1. დეპი კინო სამყაროში უეიდ “მტირალა” უოკერის როლით გამოჩნდა ჯონი უოტერსის
ფილმში “Cry-Baby”, რომელიც ეკრანებზე 1990 წ. გამოვიდა. მტირალაა ცდილობს მიიქციოს
“მტირალების” ბანდის ერთ-ერთი გოგონას ელისონ ვერნონ-უილიამსის (ემი ლოკეინი)
ყურადღება და დაამარცხოს ორ საწინააღმდეგო კამპანიაში შუღლი და მტრობა.

2. დეპმა ითამაშა ახალგაზრდა პოლიციელის როლი ტომ ჰენსონის ფილმში “21 Jump Street”.
ჯონის პერსონაჟი სხვა გმირებთან ერთად ხსნის დანაშაულის საქმეს. ეს მართლაც, საინტერესო
სერიალია.

3. დეპს არასოდეს ეშინია წავიდეს ექსპერიმენტებზე და ამას ყოველ ფილმში ასე თუ ისე ახერხებს.
მისი გარეგნობის ძირფესვიანად შეცვლა კი 1990 წელს შეძლო, ტიმ ბარტონის ფილმით
“Edward Scissorhands”. ყველამ მშვენივრად იცის, რომ დეპი თამაშობს ედვარდს, რომელსაც
ხელების მაგივრად მაკრატლები აქვს და ვაიონა რაიდერის გმირი უყვარდება.

ყველა მოიხიბლა მისი “გადარეული” იმიჯით. ჯონს ხშირად უწევდა მარტოსული გმირის თამაში.

4. 1993 წელს დეპმა განასახიერა სემი ფილმში “ბენი და ჯუნი”. მას შემდეგ რაც ბენი (მერი სტიუარტ
მასტერსონი) მოუგებს სემს პოკერის პარტიაში, მას სემი მიჰყავს სახლში, ძმასთან და მეურვე ბენთან.
ბენს არ სცალია პირადი ცხოვრებისთვის, მაგრამ რა დაინახავს, რომ სემსა და ჯუნს ერთმანეთი უყვართ
ამჯობინებს აღარ ჩაერიოს.

ამ ფილმში დეპმა კინოკრიტიკოსების უმრავლესობას ჩაპლინი მოაგონა.

5. დეპმა ასევე განასახიერა მსოფლიოში ყველაზე ცუდი რეჟისორი ტიმ ბერტონის ფილმში
Ed Wood (1994). დეპმა ეს როლი უარყოფით პერსონაჟთა სიას მიამატა, რისი განსახიერებას მას
ყველაზე მეტად ხიბლავს.

6. დეპის ვარსკვლავი ჰოლივუდში, 1994 წელს გაიხსნა, ხელში კი მას მისი კოპია უკავია.
ერთხელ საიტ Cinema.com-ისთვის ჯონი გამოტყდა: “მე არასოდეს ვიღებდი ჰოლივუდის
შოუ-ბიზნესის “მანქანას”. და არც მსურდა ამის გაკეთება. ეს ჰგავს კლუბის წევრობას ერთი
მიზეზის გამო, იმის გამო, რომ ყველა მასშია გაწევრიანებული. შენთვის იქ ყველაფერი პარალელურადაა,
ხოლო ხალხთან, რომლებიც მას შეადგენენ, სალაპარაკო არაფერი გაქვს. შენ მხოლოდ იმიტომ
წევრიანდები, რომ გიწევს.”

7. დეპმა ასევე ახალგაზრდა, დონ-ჟუანის ხასიათის მამაკაცის როლი შეასრულა ფილმში:
Don Juan DeMarco (1995). მარლონ ბრანდო ამ ფილმში ექიმ-ფსიქიატრს განასახიერებდა.
ის ცოლთან კარგი ურთიერთობის დამყარებას ცდილობს, როდესაც ჯონი დეპის გმირი
სხვადასხვა გოგონასთან “ერთობა”. ფილმის დასრულების შემდეგ დეპი დომინიკანში წავიდა
დასასვენებლად.

8. 1997 წელს დეპმა ეფ-ბე-ერის საიდუმლო აგენტი ითამაშა ფილმში. ის მაფიოზ ბენჟამინ
რუგეიროსთან (ალ პაჩინო) დაახლოებული პირი ხდება. რაც უფრო ბევრ დროს ატარებს მსგავს
ატმოსფეროში, ის უფრო და უფრო შორდება თავის ცხოვრებას. ნუთუ დამორჩილდება ის
რუგეიროს?

9. ფილმი Fear and Loathing in Las Vegas (1998), გადაღებულ იქნა მწერალ ჰანტერ ტომპსონის
ერტ-ერთი ნაწარმოების მიხედვით და დეპმა თვითონ მწერლის როლი შეასრულა.
ფილმის ყურების შემდეგ მაყურებელს შთაბეჭდილება რჩება, რომ რაღაც წესების დარღვევაში
იღებდა მონაწილეობას.

10. 1999 წელს ეკრანზე გამოვიდა ფილმი: Sleepy Hollow. ტიმ ბერტონის კიდევ ერთი
ნამუშევარი, სადაც დეპს მაძებრის როლი ერგო.

11. ვის შეუძლია მოხიბლოს ტკბილეულის მაღაზიის მეპატრონის ქალიშვილი ჯულიეტ ბინოში?
იქნებ ეს მოახერხა ჯონი დეპმა, რომელიც შემთხვევით შევიდა მაღაზიაში შოკოლადის დასაგემოვნებლად?
შეიძლება სცენარი ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ დეპმა და ბინოშმა არაჩვეულებრივი წყვილი განასახიერეს.

12. 2001 წელს ჯონი დეპმა და პენელოპა კრუზმა ფილმ “კოკაინში” მიიღეს მონაწილეობა.
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. ჯორჯ ჯანგი (ჯონი დეპი) ამერიკაში კოკაინის
ბაზრის უფროსია. ჯონს საოცრად მოუხდა იმიჯი და ტანისამოსი, რაც გადაღებებზე აქვს მორგებული.

13. 2001 წლის 29 მარტი.
ჯონი დეპი “კოკაინის” პრემიერაზე იმყოფება, ლოს-ანჯელესში. ის საიტ Cinefile.com-ს მოუყვა, რომ
გადაღებები იყო რთული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაიცნო ადამიანი,
რომლის პროტოტიპიც უნდა განესახიერებინა.
“მე მივხვდი, რომ ეს ადამიანი იყო კონდრაბადისტი, რომელმაც მიატოვა ოჯახი და
არ იყო კარგი პიროვნება. მაგრამ შემდეგ ყველაფერი გავიგე, მისი ხასიათი ხარბი დედის
დამსახურება იყო. მე გავატარე მის კამპანიაში რამოდენიმე დღე და მივხვდი, რომ ყველაფერი
ისე არ იყო როგორც ვფიქრობდი და ის ძალიან საინტერესო კაცი აღმოჩნდა.

14. 2003 წელს ჯონი დეპისთვის მნიშვნელოვანი ხანა დაიწყო. მან მეკობრის როლი მორიგო:
ჯეკ-ბეღურა ფილმში “კარიბის ზღვის მეკობრეები”. მისი გმირის ხასიათი აღებული იყო ჯგუფ
“როლინგ სტოუნის” გიტარისტის კეიტ რიჩარდისგან. ორლანდო ბლუმის მეკობრეს განასახიერებს.

15. 2004 წლის 10 იანვარი. დეპი და მისი ცოლი ვანესა პარადისი Critics Choice Аward-ის
დაჯილდოებაზე, ბევერლი ხილზში, კალიფორნია. ისინი ხვდებოდნენ 1998 წლიდან. ჰყავთ
2 შვილი ლილი როუზი და კრისტოფერი.

16. 2004 წლის 4 სექტემბერი. დეპი და ქეით უინსლეტი Finding Neverland-ის პრემიერაზე
ვენეციაში. ჯონიმ ბი-ბი-სის მოუყვა, რომ სცენარი ძალიან მოეწონა:
“ბავშვებთან დარჩენა ეს შესანიშნავია. მე ბევრს ვიცნობ, ვინც მიუხედავად თავისი სოლიდური
ასაკისა, ბავშვებივით ულევი ენერგია აქვთ და მოსიყვარულენი არიან. ჩვენ უნდა ვეცადოთ
დავრჩეთ ახალგაზრდებად. თუმცა, მეორე მხრივ გაზრდაც ძალიან საინტერესოა.”

17. იმავე ფილმის გადაღებებიდან, ჯონი პიტერ პენის ავტორის როლში.

18. 2005 წლის 16 სექტემბერი. ჯონი დეპი ტოვებს ხელისა და ფეხის ნაკვალევს
გრაუმანის იაპონურ თეატრში, ჰოლივუდში.

19. 2005 წელს ჯონი დეპმა ითამაშა შოკოლადის ფაბრიკის ექსცენტრიკული მეპატრონის როლი.
Charlie and the Chocolate Factory – ასევე ტიმ ბერტონის ნამუშევარია. მისი პერსონაჟი არც ისე
კეთილი და სიყვარულისმოყვარულია, რაც შოკოლადის ფაბრიკის უფროსს არ შეესაბამება.

20. 2005 წლის 2 აპრილი. ჯონი დეპი და ბენ სტილერი Nickelodeon Kids’ Choice Awards-ზე
მწვანე ბლანტი სითხის მსხვერპლნი გახდნენ. დეპი დაასახელეს საუკეთესო მამაკაცი მსახიობის
როლზე ფილმში Charlie and the Chocolate Factory. ასევე, მან დაიმსახურა ჯილდო და მაღალი
გამოხმაურება მულტიპლიკაციურ ფილმში Corpse Bride.

21. დეპი სიხარულით დასთანხმდა ჯეკ-ბეღურას მეორეჯერ განსახიერებას. მან საიტ About.com-ს
მოუყვა: “მე ძალიან მომწონს ამ პერსონაჟის თამაში. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ვხდები
შესანიშნავი გმირი. მე არ მინდოდა ამ გმირს სამუდამოდ დავმშვიდობებოდი, პირველი ფილმის შემდეგ.
მე ვგრძნობ რომ კვლავ შევხვდებით”.

22. 2007 წლის 3 ივნისს ჯონი გახდა ლაურეატი დაჯილდოებაზე MTV Movie Awards
ფილმისათვის “კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი”.

23. ჯონი დეპმა მეექვსჯერ ითამაშა ტიმ ბერტონის ფილმში. სადაც მკვლელი-პარიკმახერის როლი
მოირგო. რეჟისრომა გადაღებების დაწყებამდე ჯონის ჰკითხა: “როგორ ფიქრობ, სიმრერას შეძლებ?”
ხოლო მან უპასუხა: “მართალი რომ გითხრა, არვიცი. მე მაქვს მუსიკალური სმენა, ალბათ შევძლებ
რამის შესრულებას.” მაგრამ ჯონისვე თქმით მისი ნამღერი საშინელება იყო!

24. ასევე. ჯონის მოუწია მძარცველის როლი ფილმში: Public Enemis. ჯონიმ საკუთარი პერსონაჟი
შემდეგნაირად დაახასიათა: “ჯონ ჯილინჯერი არის როკ ენ როლის ვარსკვლავი. ის ძალიან ქარიზმატიული
ადამიანია და არასდროს იღებს კომპრომისებს, ის მოქმედებს არა ისე როგორც დაუწესეს.
რობინ გუდსაც მოგაგონებთ, ამიტომაც ეხმარება ადამიანებს.”

25. კიდევ ერთი შედევრი რეჟისორ ტიმ ბერტონის შემოქმედებიდან. “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”
ჯონი დეპი გიჟ მექუდედ მოგვევლინა. რეჟისორმა ჯონიზე ისაუბრა: “მას უყვარს ასეთი როლები.
ის არ არის იმისთვის, რომ ყოველთვის ერთი და იგივე პერსონაჟები განასახიეროს. მას ყოველი
როლიტ ახალი რაღაც მოაქვს,. ის აკეთებს იმას, რაც ძალიან მოსწონს.”
ფილმი 3 დე ეფექტში გამოვიდა 2010 წლის მარტში.

26. ამავე წელს გამოვიდა მისი და ანჯელისან ერთობლივი ნამუშევარი ფილმში “ტურისტი”.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ 2009 წელს “ბანკის მძარცველების” პრემიერაზე ჯონიმ თქვა, რომ
საკუთარ ფილმს პირველად უყურებდა.

2013 წელს მისი 2 ფილმი ელოდება კინო-ეკრანებზე გამოსვლას:
The Lone Ranger და Pirates of the Caribbean 5.

By lol1pop

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s