10 ყველაზე სულელური შეკითხვა

10. როდესაც კინოთეატრში ნაცნობს ან მეგობარს შეხვდები…

სულელური შეკითხვა: Hey, აქ რას აკეთებ?
პასუხი: შენ რა არ იცი? ვმუშაობ, დარბაზში შუქს ვაქრობ ხოლმე…

9. ავტობუსში მაღალ ქუსლებზე მდგარი მსუქანი ქალი ფეხზე გაბიჯებთ:

სულელური შეკითხვა: უკაცრავად, ხომ არ გეტკინათ?
პასუხი: სრულიად არა, ადგილობრივი ანესთეზია მაქვს გაკეთებული… კიდევ ხომ არ ცდიდით?

8. როდესაც დაკრძალვაზე ატირებული ხალხი კითხულობს

სულელური შეკითხვა: რატომ, რატომ მაინცდამაინც ის ამდენი ადამიანიდან?
პასუხი: რატომ? უკეთესი იქნებოდა, მის ადგილზე შენ რომ ყოფილიყავი?

. როდესაც რესტორანში ოფიციანტს ეკითხები

სულელური შეკითხვა: ეს აჭარული ხაჭაპური კარგია? (ადაპტირებული თარგმანი)
პასუხი: არა, ის საშინელია და დამზადებულია ფალსიფიცირებული ცემენტისგან. თან, ყოველი შემთხვევისათვის, შიგნით ჩავაფურთხეთ კიდეც.

6. როდესაც რომელიღაც შორეული ნაცნობი/ნათესავი შეგხვდებათ

სულელური რეპლიკა: უი, რამხელა გაზრდილხარ…
პასუხი: არა, ეს უბრალოდ თქვენ შეიკუმშეთ და დაპატარავდით!

5. როდესაც მეგობარი გატყობინებთ, რომ ქორწინდება

სულელური შეკითხვა: კარგი ბიჭია?
პასუხი: არა, ის ერთი საცოდავი, საზიზღარი, უგრძნობი მოძალადეა…მხოლოდდამხოლოდ ფულის გამო!

4. როდესაც გვიან ღამით ტელეფონის ზარი გაღვიძებთ…

სულელური შეკითხვა: ბოდიში. ხომ არ გეძინა?
პასუხი: არა, რა თქმა უნდა. ზუსტად ახლა ვაკეთებდი კვლევას იმის შესახებ, ზულუს აფრიკული ტომის წარმომადგენლები ერთმანეთზე ქორწინდებიან თუ არა. შენ რა… იფიქრე, რომ მეძინა? რა სულელი ხარ…

3. როდესაც თმაახლადშეჭრილ მეგობარს/კოლეგას შეხვდები

სულელური შეკითხვა: Hey, თმები შეიჭერი?
პასუხი: არა, შემოდგომაა და გამცვივდა!

1. როდესაც ოფისში სიგარეტს ეწევი და ვიღაც სასიამოვნო გარეგნობის ქალი გეუბნებათ

სულელური შეკითხვა: oh, თქვენ ეწევით?
პასუხი: რა სისულელეა! ეს სასწაულია… უბრალო, ცარცის ნაჭერი იყო და ახლახანს აალდა…

პ.ს: “უნდა ეცადო, რომ შენი წყალობით ნაცნობები გახდნენ უკეთესები, ვიდრე არიან” fellow
2. როდესაც კბილის ექიმი პირის ღრუში წვეტიანი საგნებით საქმიანობს… (”გარყვნილი” ფანტაზიის მქონეებმა თარგმანი მომიტევეთ)

სულელური შეკითხვა: “მითხარი, როდესაც გეტკინება, კარგი?”
პასუხი: არა, არ მეტკინება, უბრალოდ სისხლი წამომივა, მეტი არაფერი…

By lol1pop

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s