გამონათქვაბემი სიყვარულზე

სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი.
ე ბ ნ ე რ შ ე ნ ბ ა ხ ი

სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს.
ბ ე თ ჰ ო ვ ე ნ ი

სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.
ს ტ ე ნ დ ა ლ ი

სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა.
ფ რ. რ ი უ კ ე რ ტ ი

სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის.
ტ ო მ ა ს ჰ ო ბ ს ი

სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს.
ვ. ვ. რ ო ზ ა ნ ო ვ ი

სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს.
ვ ო ლ ტ ე რ ი

სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს.
ა ლ ფ რ ე დ კ ა მ ი უ

სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა.
მ ე ტ ე რ ლ ი ნ კ ი

რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს.
გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ე უ ლ ი ს ი ბ რ ძ ნ ე

სიყვარული ერთადერთია როდესაც მისი მსგავსი ათასია.
ლ ა რ ო შ ფ უ კ ო

სიყვარული – აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში – აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი.
მ ო პ ა ს ა ნ ი

სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ.
მ ო ც ი ქ უ ლ ი პ ა ვ ლ ე

სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით “იყო და არა იყო რა”, მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება.
ლ ო ბ ე რ გ ე რ ი

სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს.
მ. გ ო რ კ ი

სიყვარული რაა ბრძენო? – ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა.
“ორი სული – ერთი ფიქრი, ორი გული – ერთი ფეთქვა.”
ფ რ. ჰ ა ლ მ ი

სიყვარული საზიანოცაა, ერთსა და იმავე დროს მსუბუქიც და რთულიც, სიმსუბუქის წყალობით ის ბადეში გვახვევს, ხოლო სიძნელეებთან ის გვაბრძოლებს.
ს ე ნ ე კ ა

სიყვარული ყველაფერს სძლევს. იგი ერთი ასი ათასად მაღლა დგას თავმოყვარეობაზე, სიმდიდრეზე ძვირია, დიდებაზე კეთილშობილია.
ტ ე კ ე რ ე ი

სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ.
ბ ა ლ ზ ა კ ი

სიყვარული – ყველაზე უფრო საინტერესო და საპატიო გახლავთ ადამიანურ სისუსტეთა შორის.
ჩ ა რ ლ ზ დ ი კ ე ნ ს ი

სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში.
შ ე ქ ს პ ი რ ი

სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა.
გ ი დ ე მ ო პ ა ს ა ნ ი

სიყვარული კი არ გვამცირებს, პირიქით – გვათავისუფლებს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია განთავისუფლება.
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ბ ლ ო კ ი

სიყვარულს ძალუძს ყველაფერს სძლიოს, მოდით ჩვენც მას დავემორჩილოთ.
ვ ე რ გ ი ლ ი უ ს ი

სიყვარულს თავისი სიხარულიც აქვს და მწუხარებაც.
ფ რ ა ნ გ უ ლ ი  ა ნ დ ა ზ ა

რა არის სიყვარული? – ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.
ნ ა პ ო ლ ე ო ნ ი

სიყვარული არის თავის დავიწყება.
გ რ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი

სიყვარული ისეთი ძალაა, რომელსაც მიტევება შეუძლია.
ლ ა ი ს ტ ი

სიყვარული ილუზიის შვილია და დედა ილუზიის მკვლელისა.
უ ნ ა მ უ ნ ო

სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა.
კ ა ზ ა ნ ო ვ ა

სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს.
ს ტ ე ნ დ ა ლ ი

სიყვარულს ყველა ასაკი ემორჩილება.
ფ რ ა ნ გ უ ლ ი  ა ნ დ ა ზ ა

თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია.
ვ ი ქ ტ ო რ  ჰ ი უ გ ო

ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის ზომა და საზღვარი.
ს ე ქ ს ტ პ რ ო პ ე რ ცი ო ს ი

ვინც უსიყვარულოდ ცხოვრობს, ის ცოცხლად მკვდარია.
 გ ე რ მ ა ნ უ ლ ი  ა ნ ა დ ზ ა

რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული.
ლ ე ო ნ ა რ დ ო დ ა ვ ი ნ ჩ ი

სიყვარულზე და სიკვდილზე ძლიერი არაფერია.
ფ რ ა ნ გ უ ლ ი  ა ნ დ ა ზ ა

სიყვარულის წინაშე უძლურია ყოველგვარი საშინელება და სიკვდილის წყვდიადი.
ჰ. ი ბ ს ე ნ ი

ჭეშმარიტი სიყვარული განწმენდს და აღამაღლებს ყოველ ადამიანს, სრულიად გადაახალისებს მას.
ნ. ჩ ე რ ნ ი შ ე ვ ს კ ი

სიყვარულს ბევრი წამალი აქვს, მაგრამ არც ერთი კი უებარი არ არის.
ლ ა რ ო შ ფ უ კ ო

თუკი არსებობს სიყვარული ამქვეყნად და ის ჭეშმარიტად არსებობს! – ორი ნაბიჯიღა თუ აშორებს მას სიგიჟესთან.
ც ი ც ე რ ო ნ ი

სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.
გ ო ე თ ე

სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია.
ა. წ ე რ ე თ ე ლ ი

ყოველგვარი სიყვარული ფრთხილია და მშიშარა.
ი. ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე

მხოლოდ შეყვარებულს აქვს უფლება, რომ ადამიანი ერქვას.
ა. ბ ლ ო კ ი

ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ.
 ვ. ჰ ი უ გ ო

სიცოცხლე არის ძილი, ხოლო მისი სიზმარი სიყვარულია. თუ გვყვარებია, მაშინ გვიცოცხლია.
ა ლ ფ რ ე დ დ ე მ ი უ ს ი ე

სიცოცხლე უსიყვარულოდ ცუდი სიზმარია.
ი ტ ა ლ ი უ რ ი  ა ნ დ ა ზ ა

არაფერი ისე არ იპყრობს და არბილებს მამაკაცის გულს, როგორც იმის გაფიქრება, რომ ის ვიღაცას უყვარს.
რ ო მ ე ნ რ ო ლ ა ნ ი

ჭეშმარიტ სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება, რადგან ჭეშმარიტი გრძნობა საქმით უფრო გამოიხატება, ვიდრე სიტყვით.
უ ი ლ ი ა მ     შ ე ქ ს პ ი რ ი

ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც
კ ო ნ ს ტ ა ნ ტ ი ნ ე    გ ა მ ს ა ხ უ რ დ ი ა

 

By lol1pop

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s