ტუჩებ დაპრუწულებეეეეეე

არ მეგულება თავმოყვარე გოგო, რომელიც შეიძლება ხმამაღლა არ აცხადებს, მაგრამ გულში მაინც საკუთარ თავს “ძერსკ” და მოდურ ადამიანად მიიჩნევს და მსგავსი ფოტო არ მოეპოვება:)))

დაპრუწული ტუჩები! დიახ! რამდენ რამეზე მეტყველებენ ისინი! გამჭოლი, დაჟინებული მზერა, გამობერილი და ოდნავ ზემოთ აბზეკილი ტუჩები, რომლებიც თითქოს საკოცნელად გიხმობენ: “მოდი მაკოცე, გაიგე ჩემი ტკბილი გემო!”

 

პირველი აბზაცის სიმართლეში რომ დარწმუნდეთ, საკმარისია თვალი გადაავლოთ პოპულარულ სოციალურ ქსელებში თქვენი მეგობრების ფოტოალბომებს. არ გეგონოთ ტუჩების დაპრუწვის მოდა ქართველების მიერ იყოს შემოტანილი – ტუჩების პრუწვა ფოტოს გადაღებისას ფართოდაა გავრცელებული უცხოეთში.

დაპრუწული ტუჩების რამდენიმე სახის ფოტო არსებობს: ხშირ შემთხვევაში, ეს სელფ-შოთებია. ბევრია სარკეში გადაღებული. ფოტოზე უმეტესწილად ერთი ან ორი გოგონაა გამოსახული, გხვდება ორზე მეტი ადამიანიც. არის სერიოზული გამომეტყველების სახის ფოტოები, მაცდური მზერით და ოდნავ მოჭუტული თვალებით. ასევე არის საყვარელი, “ბავშვური” გამომეტყველების სახის ფოტოები, რომლებზეც გოგონა უმეტესწილად პატალა და საკალელ გაბუტულ ბავშვს გვაგონებს.

რატომ იღებენ ასეთ ფოტოებს? ამის შესაძლო მიზეზებია:

1) გოგოს უნდა, რომ ფოტოზე სექსუალური გამოვიდეს და სექსუალურობის გამოხატვის ყველაზე კარგ საშუალებად თითქოსდა საკოცნელად გამზადებულ ტუჩებს მიიჩნევს.

2) გოგოს უნდა მიამიტი და საყვარელი გამოჩნდეს

3) უნდა, რომ “ძერსკის” იმიჯი შეიქმნას

4) პატარა ტუჩები აქვს და უნდა დიდი გამოუჩნდეს. ამიტომ პრუწავს მათ :დ

5) მთვრალია და ვერ აცნობიერებს რას აკეთებს

6) უნდა, რომ სულელური გამომეტყველების ფოტო ჰქონდეს

(შეგიძლიათ თქვენი ვარიანტები კომენტარებში დაამატოთ )

დაპრუწული ტუჩების მქონე სახეს ინგლისურად “დაქფეისს” უწოდებენ: Duckface – A term used to describe the face made if you push your lips together in a combination of a pout and a pucker, giving the impression you have larger cheekbones and bigger lips.

“დაქფეისის” მოყვარულებს: გინდათ იხვს გავდეთ და სულელური გამომეტყველება გქონდეთ? მაშინ პრუწეთ და პრუწეთ ტუჩები
გემშვიდობებით ) მომავალ პოსტამდე!

By lol1pop

One comment on “ტუჩებ დაპრუწულებეეეეეე

Leave a comment