სწორი კვება

ზოგადი წესები:

ეცადეთ, ნელა ჭამოთ. ხშირად ადამიანები სწრაფად ჭამენ მიუხედავად იმისა, რომ არსად ეჩქარებათ. ნელა ჭამისას ორგანიზმი უკეთესად ამუშავებს მიღებულ საკვებს. დადგენილია, რომ ნელა ჭამა წონის შესანარჩუნებლადაც უკეთესია. როცა ნელა ვჭამთ, გარდა იმისა რომ საჭმელი უკეთ გვერგება, უფრო მალე ვნაყრდებით, ხოლო სწრაფად ჭამისას შიმშილის გრძნობა გვიან გვიქრება, რადგან ამ დროს კუჭი ვერ ასწრებს ტვინს სიგნალი დროულად მიაწოდოს და ადამიანი ზედმეტს ჭამს. შედეგად გვიჩნდება სიმძიმის შეგრძნება და ორგანიზმს უჭირს მიღებული საკვების გადამუშავება

შეარჩიეთ სწორი დრო. უკეთესი იქნება, თუ თქვენი ყოველდღიური კვების რეჟიმი მკაცრად გექნებათ განსაზღვრული. დღეში ხუთჯერადი კვება (08:00; 12:00; 15:00; 18:00; 21:00;) ყველაზე მისაღები განაწილებაა ჯანმრთელი ორგანიზმისთვის. თუ დიეტაზე ხართ და საღამოობით ჭამას ერიდებით, შეგიძლიათ 21:00-ზე აღარ ივახშმოთ, ოღონდ ეცადეთ, დილით და შუადღით უკეთ დანაყრდეთ

კალორია ყველა უსარგებლო არ არის. მათი მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საჭირო კალორიების რაოდენობა ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს. თუ სპორტს მისდევთ ან ფიზიკურად უფრო სრული ხართ, მეტი კალორია გჭირდებათ. ზოგადად კაცებმა უფრო დიდი რაოდენობით კალორია უნდა მიიღონ, ვიდრე ქალებმა.

მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი ნახშირწყლები. ისინი ენერგიას შეგმატებთ. ამისათვის კარგი იქნება, თუ შეძლებისდაგვარად გაზრდით თქვენს რაციონში ბოსტნეულის რაოდენობას და ნაკლებ შაქარს მიიღებთ.

საუზმე არ გამოტოვოთ. ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სადილი ან ვახშამი.  ზოგი ადამიანი საერთოდ არ საუზმობს, რადგან დილის საათებში ჭამის სურვილი არ აქვს, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ თავს ძალას დაატანთ და ისაუზმებთ. ეცადეთ საუზმე რაც შეიძლება ნოყიერი იყოს. საუზმე მთელი დღის განმავლობაში ენერგიას გმატებთ. იგი განწყობაზე და აზროვნების უნარზეც დადებითად მოქმედებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ვინც რეგულარულად საუზმობს, სიმსუქნის პრობლემა ნაკლებად აწუხებს

საუზმობისას ეცადეთ, ყავა არ დალიოთ, ყოველ შემთხვევაში, არა დიდი რაოდენობით. ასევე ერიდეთ შემწვარს, საკონდიტრო ნაწარმს (ნამცხვარს, ფუნთუშებს) და ნებისმიერი სახის ტკბილ ცომეულს. სანაცვლოდ უკეთესი იქნება, თუ მიიღებთ ნაზუქს, პურს კარაქით ან თაფლით ჩაისთან ერთად, ასევე კარგია მოხარშული კვერცხი. უკეთესი იქნება, თუ საუზმეს ხილით დაიწყებთ და მცირე პაუზის შემდეგ მსუბუქად წაიხემსებთ ხილის ნატურალურ წვენთან ან ჩაისთან ერთად.

ზოგადად ეცადეთ, რომ საჭმლის უმეტესი დოზა დღის პირველ ნახევარში მიიღოთ. გარდა იმისა, რომ გვიან ჭამის სურვილი აღარ გაგიჩნდებათ, ასეთი რეჟიმი თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს. დამტკიცებულია, რომ ნივთიერებათა ცვლის პროცესი უფრო აქტიურად დღის პირველ ნახევარში მიმდინარეობს და სწორედ დღე-ღამის ამ მონაკვეთში იყენებს ორგანიზმი საუკეთესოდ იმ კეთილ თვისებებს, რომლებსაც საჭმლისგან ვიღებთ. საღამოს კი ადამიანის ნივთიერებათა ცვლის პროცესი შენელებულია, ორგანიზმი დასვენებისკენაა მიდრეკილი და ამ დროს მიღებული საკვები უფრო რთული მოსანელებელია. ამიტომაა, რომ როცა საღამო ხანს ან ძილის წინ ვჭამთ, დილით დაღლილი ვიღვიძებთ.

ხილი ყოველთვის ჭამის წინ მიიღეთ. დღეს გავრცელებული კულტურაა ჭამის შემდეგ დესერტად ხილის დაყოლება. მაგრამ ეს არასწორია. იმისათვის, რომ ორგანიზმმა ხილის კარგი თვისებები გამოიყენოს, იგი ცარიელ კუჭზე ან ჭამიდან არაუმცირეს 3 საათის შემდეგ უნდა მივიღოთ. ხილსა და საკვებს სხავდასხვა დანიშნულება აქვს. როცა საკვებით ვიწყებთ და ხილს ვაყოლებთ, ერთიც და მეორეც გადაიქცევა ხრწნად მასად და ორგანიზმისთვის სრულიად უსარგებლო ხდება. ხშირად სწორედ ამგვარი კვება იწვევს კუჭის სიმძიმეს და დაღლილობის შეგრძნებას. მას შემდეგ, რაც ხილს მიირთმევთ, ნახევარსაათიანი შუალედი სრულიად საკმარისია საკვების მისაღებად. ხილის სწორად მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ენერგიით ივსებით, ღებულობთ ხილის საუკეთესო თვისებებს და ნაკლებად გაწუხებთ წონის პრობლემა. გარდა ამისა, საკვების მსგავსად, ხილის მიღებაც დღის პირველ ნახევარში უფრო შედეგიანია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამბობენ, რომ ის ვინც ხილის მისაღებად სწორ დროს არჩევს, მუდმივი ახალგაზდრობისა და სილამაზის საიდუმლო მის ხელთაა. ზოგი ექიმი ვარაუდობს, რომ ხილის სწორად მიღება მამაკცებში გამელოტების რისკს ამცირებს. ხილის მიღება სასურველია ნატურალური ფორმით, რადგან, მაგალითად, გამოხარშვის დროს მასში დიდი რაოდენობით ვიტამინები ნადგურდება.

ეცადეთ, დღის განმავლობაში რაც შეიძლება ბევრი წყალი დალიოთ. ადამიანი წყლის გარეშე მხოლოდ რამდენიმე დღე ცოცხლობს. წყალი მაცოცხლებელი ენერგიის წყაროა. იგი ადამიანის ორგანიზმისთვის ნებისმიერ საკვებსა და ხილზე უფრო მნიშვნელოვანია.

მეტად სავარაუდოა, რომ თუ წყალს მალ-მალე დალევთ, ზედმეტი წონის პრობლემა არ შეგაწუხებთ. თუმცა, დროითი შუალედების დაცვა მაინც მნიშვნელოვანია. შუა ჭამაში წყლის სმა, ან ჭამის შემდეგ დაყოლება მაინც და მაინც სასურველი არ არის.

 

მოერიდეთ ცხიმიან საკვებს. თქვენი ჯანმრთელობისთვის უკეთესი იქნება, თუ მეტისმეტად ცხიმიან საკვებს რაც შეიძლება ნაკლებად მიიღებთ. ზედმეტი წონისა და უსარგებლო კალორიების მეტს არაფერს დაკარგავთ. ასევე კარგი იქნება, თუ სწრაფ კვებასაც ნაკლებად მიეტანებით. მას თქვენი ჯანმრთელობისთვის ცუდის მეტი არაფერი მოაქვს.

მოერიდეთ კვებით დანამატებს. კვებითი დანამატები ჯანმრთელობაზე დამანგრევლად მოქმედებს. ეცადეთ, ნაკლებად ჩაიტკბარუნოთ პირი სხვადასხვა ტკბილეულით, კარამელებით, საღეჭი რეზინებით.

მსგავსი პროდუქცია ხარისხით განსხავდება, მაგრამ მათში მაინც დიდი რაოდენობით კვებითი დანამატებია. მსგავსი ქიმია კი ადამიანის ორგანიზმისთვის არამარტო უსარგებლო, არამედ ხშირ შემთხვევაში ძალიან მავნებელიცაა.

 

By lol1pop

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s