დორიან გრეის პორტრეტი

რომანი, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრს გაქვთ წაკითხული, წაკითხული თუ არა გაგონილი მაინც, მე ძალიან მომეწონა. ლორდ ჰენრის პარადოქსულმა გამონათქვამებმა სხვა მხრიდან დამანახეს ძალიან ბევრი საკითხი.
მოკლედ გირჩევთ წაიკითხოთ!

 

მოკლე შინაარსი:

რომანის სიუჟეტში აღწერილია ახალგაზრდა შესანიშნავი გარეგნობის მამაკაცი დორიან გრეი, რომელსაც მხატვარი ბეზილ ჰოლუორდი დაუხატავს პორტრეტს. ამ რომანის მთავარი გმირი ტკბებოდა პორტრეტის სილამაზით და ფიქრი არ სცილდებოდა მას:

ოჰ, ყველაფერი თუ უკუღმა ყოფილიყო! პორტრეტი შეიცვლიდა სახეს, მე კი დავრჩებოდი ისეთივე, როგორიც ახლა ვარ! ამისთვის სულს მივყიდდი ეშმაკს!

რეის სურვილი აუსრულდა: მას ეცნობა ჰენრი უოტონი, რომელშიც ოსკარ უაილდის ხასიათი ამოიცნობა.

დორიან გრეი ლორდ ჰენრის გავლენის ქვეშ ექცევა. იგი მატყუარა და მლიქვნელი ხდება. გადის წლები, დორიანი კი არ ბერდება, სამაგიეროდ, მახინჯდება მისი პორტრეტი, იმიტომ რომ დორიანის სული უზნეო, მატყუარა და ბინძური გახდა; პორტრეტი მისი სინდისის სარკეა. დორიანი მალავს თავის პორტრეტს სხვენში და ტილოს ყოველი ნახვა უფრო და უფრო მტკივნეული ხდება მისთვის. ერთ დღეს მან დანა გაუყარა პორტრეტს. შემოვარდნილმა მოსამსახურეებმა ნახეს თავიანთი პატრონის ულამაზესი პორტრეტი, ხოლო იატაკზე დამახინჯებული ბერიკაცის გვამი, რომლის ამოცნობა მხოლოდ ბეჭდების საშუალებით მოხერხდა.

ადამიანმა ყველაზე ფრთხილად მტრები უნდა შეარჩიოს.


რაც უფრო ნაკლებად გულწრფელია ადამიანი და ნაკლებად სწამს იდეა, მით ღირსეულია ეს იდეა, რადგან იგი პიროვნების სურვილს საჭიროებს და ცრურწმენას არ გამოხატავს.


სულისა და სხეულის ჰარმონია, ოჰ, რა დიდებულია ეს ყოველივე! ჩვენ, ადამიანებმა ჩვენი უგუნურებით ერთურთს დავაშორეთ ეს ორი, და გამოვიგონეთ ვულგარული რეალიზმი და უშინაარსო, არაფრის მაქნისი იდეალიზმი.


მხატვარმა ხელოვნების უბრწყინვალესი ძეგლი ისე უნდა შექმნას, რომ მასში თავისი პირადი ცხოვრებიდან არაფერი შეიტანოს.


გენიალობა მშვენიერებაზე დღეგრძელია მუდამ.


ცდუნების თავიდან ასაშორებლად ერთადერთი გზა ის გახლავთ, რომ ადამიანი მის გარდაუვალ ნებას დაემორჩილოს. ხოლო თუ მის წინააღმდეგ შებრძოლებას განიზრახავს, მაშინ აკძალულისადმი სწრაფვით იფერფლება და დაუცხრომლად ესწრაფვის ყოველივე მას, რაც თვითონ მის მიერვე გამონაგონმა კანონმა ბიწიერად და უკანონოდ აქცია.


გრძნობების მეტი სულს ვერაფერი ჰკურნავს. ისევე, როგორც გრძნობათა მკურნალობა შეუძლებელია სულის გარეშე.
სამყაროს ჭეშმარიტი საიდუმლო სწორედ ხილვადშია და არა უხილავში.


ერთადერთი განსხვავება ჟინიანობასა და სამუდამო სიყვარულს შორის ის არის, რომ ჟინიანობა ცოტა უფრო ხანგრძლივია.


ამერიკელი ქალიშვილები ისე ჭკვიანურად და მოხერხებულად მალავენ თავის მშობლებს, როგორც ინგლისელი ქალები – თავიან წარსულს.


ვისაც სურს ახალგაზრდობა დაიბრუნოს, მხოლოდ ის სისულელეები უნდა გაიმეოროს, რაც ახალგაზრდობაში ჩაუდენია.
ჩვენს დროში ხალხმა ყველაფრის ღირიბულება იცის, მაგრამ ფასი კი არ იციან მისი.


უსულგულო და თავქარიან ადამიანებად იმათ ვთვლი, რომელთაც მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე, რასაც ისინი თავიანთი რწმენით ერთგულებასა და თავდადებას უწოდებენ.


ზოგიერთ ადამიანს ძალიან უყვარს გასცეს ისეთი რამ, რის  საჭიროებასაც ყველაზე მეტად თვითონ განიცდის.


გენიალური ნიჭით დაჯილდოებული მხატვრები, რადგან თავიანთი ხელოვნების სამყაროში ცხოვრობენ, თავისთვად როგორც პიროვნები, სრულიად უინტერესო ადამიანები არიან.


სულის განშორება სხეულთან ისეთივე მიუწვდომელი საიდუმლოა, როგორც სულისა და ხორცის მთლიანობა.
ოპტიმიზმის საფუძველშიც ხომ წმინდა შიშია ჩაკირული.


ცხოვრების წვრილმანებით გონების დატვირთვა ხომ მდარე გემოვნების პირველი ნიშანია.


ხელოვნება გაცილებით უკეთ ახერხებს დაფაროს მხატვარი, ვიდრე გამოავლინოს მისი შინაგანი სამყარო.


საუკეთესო ქცევა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თვით ზნეობა.


თითოეული ჩვენგანი თავის თავში ითავსებს ცასა და ჯოჯოხეთს.


ის რაც კვდება, ხშირად დიდხანს განაგრძობს სიცოცხლეს ადამინის სულში და ამქვეყნად აბარგებას არ ჩქარობს.


თუ ქალი მეორედ თხოვდება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას პირველი ქმარი ეზიზღებოდა, ხოლო თუ მამაკაცი ცოლს მეორედ ირთავს, მაშინ ის უცილოდ პირველ ცოლს აღმერთებდა.


ქორწინებაში ქალი ბედს ეძიებს, მამაკაცი კი მუდამ რისკს ეწევა.


კაცს შეუძლია ბედნიერი იყოს ყოველ ქალთან, სანამ ის შეუყვარდება.


მიყვარს მომავლის მქონე კაცები, ხოლო ქალებში კი მათი წარსული მიტაცებს.

-ხელოვნება სნეულებაა.
-სიყვარული?
-ილუზია მხოლოდ.
-რელიგია?
-ეს ხომ თანამედროვე რწმენის შენაცვლება გახლავთ უბრალოდ.

საშუალო მდგომარეობას უნდა ესწრაფვოდეთ, თუ პოპულარობა გწადიათ.


უმნიშვნელო ურვა და უგულო სიყვარული მარად ცოცხლობს. დიდი სიყვარული და უსაზღვრო მწუხარება გრძნობათა სიჭარბისაგან იღუპება.


მხოლოდ გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა გვატყვევებს ჩვენ. ბურუსში ყოველივე შესანიშნავად წარმოგვიდგება
არის წიგნები, რომელთაც მსოფლიო ამორალურს უწოდებს, მაგრამ სწორედ იმ წიგნებში, როგორც სარკეში, მკითხველი საკუთრ მანკიერებას და სამარცხვინო საქციელს ხედავს.


პორტრეტი თითქოს მის სინდისად იქცა. დიახ, სინდისად, ამიტომაც უნდა მოესპო.

 

By lol1pop

2 comments on “დორიან გრეის პორტრეტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s